Saturday, October 15, 2016

დღე-9

ჩვენი შეხვედრა დასასრულს მიუახლოვდა.მე-9 დღეს მოვახდინეთ და შევაჯამეთ,თავი მოვუყარეთ და წარვადგინეთ ჩვენს მიერ შექმნილი პორტფოლიო.მოვუსმინეთ თითოეულ.ასევე მოვისმინეთ ტრენერის შეფასებას.ბევრი რამ ჩემთვის უცხო იყო,რაც ამ 9 შეხვედრის დროს მოვისმინე და ვისწავლე კიდეც,თუმცა პირველი ტრენინგის შემდეგ ისეთი აზრი დამებადა რომ,რომ ჩემტვის რაღაც მიუწვდომელი იქნებოდა,მაგრამ ტრენერის რუდუნებით და გულისხმიერებამ ეს პრობლემა ნელ-ნელა მომიხსნა და დავრწმუნდი,რომ მიუღწეველი არაფერია,ვისწავლე რომ გაკვეთილი პროექტიტთ მაშინ არის კარგი თუ სტანდარტში ჟდება,ამასთან პროექტი უნდა იყოს შემოქმედებითი.ვისწავლე სლაიდების დამზადება.

მადლობა ამ პროექტის დამფინანსებლებს და ჩვენს ტრენერს-გვანცა სალიას.


Sunday, October 2, 2016

დღე-8

დავასრულეთ პროექტის შეფასების გეგმის შაბლონის დაწერა.ვისწავლე მოსწავლეთა სწავლის შესახებ პროექტის მნიშვნელობა.მოცემულ  მოდულში განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას,ასევე ვიმსჯელეთ როგორ გამოვიყენეთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

Saturday, October 1, 2016

დღე 7

გავიარეთ შეფასების რუბრიკა.ამ მოდულმა დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.
1.შეფასებ უნდა იყოს ინტეგრირებული საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.
2.მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს  შინაარსობრივ ნაწილს და ასევე 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს.განსაზღრავდეს ,რა ცოდნა და რა უნარჩვევები შედის პროექტში.
გვანცას დიდი მადლობა მოთმინებისათვის.

Sunday, September 25, 2016

დღე 6



          დღე–6                                                                                                                                 


თანდათანობით საინტერესო და როგორც ყოველთვის შრომატევადი სამუშაოს რეჟიმში გავატარე 4 საათი.მოვირგე მოსწავლის როლი.გავიხსენე.სლაიდების დამზადება სხვადასხვა ფორმით.რომ სადაც კვლევაა, ესაჭიროება დიაგრამა.როცა გუგლეში შევედი და ვნახე შესაბამისი სურათები მაშინვე მივხდი რომ მშრალ საუბარს და მშრალ ინფორმაციას ჭირდება ფოტოები   სლაიდები.რომლებმაც ჩემში კმაყოფილება გამოიწვია და სასიამოვნო განცდა რომ თურმე რა კარგია როცა ტექნოლოგიას ეუფლები მიუხედავად ასაკისა.მადლობა ამისათვის ყველას.და მოთმინებისთვის გვანცას.

Saturday, September 24, 2016

დღე---5


დღევანდელი დღე,მიუხედავად გარეთ ცუდი ამინდისა,ჩემთვის შრომატევადი, საქმიანი  და ნაყოფიერი იყო.
გავეცანი ტექნოლოგიების გამოყენებასთან  დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირებას..აგრეთვე ჩავერთე და წარმოვიდგინე თავი მისწავლის როლში.რა მსურს.როგორ მსურს და როგორ წარმოვადგენ ჩემს პროექტს.

Tuesday, September 13, 2016

დღე -4

დღეს საუბარი იყო გეგმის შედგენის კითხვებზე.რომ კითხვები უნდა იყოს შემდეგი;   1.ზოგადი,რომელიც უბრალოდ შეიძლება იყოს მაპროვიცირებული, რათა მეტი დაინტერესება და ჩართულობა იყოს. 2.თემატური,რომელიც საშუალებას იძლევა ამ გეგმის საჭიროებაზე,რა უნდა გამოვიყენო.3.შინაარსობრივირომლებიც აკონკრეტებს მუშაობაში წამოსულ და შემხვედრ საკითხებს.  დღევანდელი დღე შრომატევადი და სარგებლიანი იყო, რადგან დავინახე, რომ როცა იგეგმება პროექტი, გათვლილი უნდა იყოს;  სტანდარტი.მიზანი შესაბამისად შედეგი ერთმანეთს არ უნდა აცდეს.