Sunday, September 25, 2016

დღე 6



          დღე–6                                                                                                                                 


თანდათანობით საინტერესო და როგორც ყოველთვის შრომატევადი სამუშაოს რეჟიმში გავატარე 4 საათი.მოვირგე მოსწავლის როლი.გავიხსენე.სლაიდების დამზადება სხვადასხვა ფორმით.რომ სადაც კვლევაა, ესაჭიროება დიაგრამა.როცა გუგლეში შევედი და ვნახე შესაბამისი სურათები მაშინვე მივხდი რომ მშრალ საუბარს და მშრალ ინფორმაციას ჭირდება ფოტოები   სლაიდები.რომლებმაც ჩემში კმაყოფილება გამოიწვია და სასიამოვნო განცდა რომ თურმე რა კარგია როცა ტექნოლოგიას ეუფლები მიუხედავად ასაკისა.მადლობა ამისათვის ყველას.და მოთმინებისთვის გვანცას.

Saturday, September 24, 2016

დღე---5


დღევანდელი დღე,მიუხედავად გარეთ ცუდი ამინდისა,ჩემთვის შრომატევადი, საქმიანი  და ნაყოფიერი იყო.
გავეცანი ტექნოლოგიების გამოყენებასთან  დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირებას..აგრეთვე ჩავერთე და წარმოვიდგინე თავი მისწავლის როლში.რა მსურს.როგორ მსურს და როგორ წარმოვადგენ ჩემს პროექტს.

Tuesday, September 13, 2016

დღე -4

დღეს საუბარი იყო გეგმის შედგენის კითხვებზე.რომ კითხვები უნდა იყოს შემდეგი;   1.ზოგადი,რომელიც უბრალოდ შეიძლება იყოს მაპროვიცირებული, რათა მეტი დაინტერესება და ჩართულობა იყოს. 2.თემატური,რომელიც საშუალებას იძლევა ამ გეგმის საჭიროებაზე,რა უნდა გამოვიყენო.3.შინაარსობრივირომლებიც აკონკრეტებს მუშაობაში წამოსულ და შემხვედრ საკითხებს.  დღევანდელი დღე შრომატევადი და სარგებლიანი იყო, რადგან დავინახე, რომ როცა იგეგმება პროექტი, გათვლილი უნდა იყოს;  სტანდარტი.მიზანი შესაბამისად შედეგი ერთმანეთს არ უნდა აცდეს.
                     

Monday, September 12, 2016

დღე–3

დღე-3წინასწარ გამზადებული ბუკლეტების მიმოხილვით დაიწყო ჩემი მუშაობა.როგორი უნდა იყოს რომ ინტერესი გამოიწვიოს და კეთილდამოკიდებულების ხიდი განმტკიცდეს როგორც მოსწავლეებს,ისე მშობლებს შორის.ამასთან ვიმუშავეთპროექტების გეგმის შაბლონებზე.მოვიძიეთ შესაბამისი სტანდარტები ჩავსვით.ძალიან შრომატევადი და საინტერესო სამუშაო დღე იყო.ამასთან მომეწონა სასწავლო პროექტის შედგენის მიმართულების მიმცემი კითხვები.

 მადლობა გვანცას მოთმინებისათვის.

Saturday, September 10, 2016

დღე–2

დღე-მეორე

დღევანდელი დღე თავისი მუშაობით დატვირთული იყო რადგან თანდათანობით იზრდება დავალების შინაარსი.მოვისმინე სხვადასხვა იდეები,რომლებიც ჩემთვის კარგად ნაცნობი იყო და ზოგი ახალი.დავინახე რომ მთავარი არ არის უბრალოდ თქმა მოსწავლეებში ,მოდი ვიმუშაოთ პროექტზე.ამასთან უნდა მივცეთ გზა რომ თითოეული მოსწავლის,ჯგუფის მუშაობა უნდა იყოს ორიენტირებული პრობლემის გამოკვეთაზე,რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის აღმოსაფრქველად და შესაბამისად სწავლობენ ასე ვთქვათ გზა და გზა "შემოესწავლებათ."ვისწავლე ბროშურის,ბუკლეტის,გაზეთის მაპროვოცირებელი სარეკლამო პიარი.რითაც მოხდება ინტერესი როგორც მოსწავლის.ისე მშობლის,რომელიც დაინახავს მის თავის,ან შვილის უნარს,მონდომებას და მუშაობას რა შეძლებია.მე მივხდი რატომ იმალება მოსწავლე მერხის ქვეშ,როდესაც გაკვეთილს ვერ იგებს და როგორ არ უნდა გაიგოს ყველამ,რა უხერხულობაშია.


მადლობა გვანცა  თითოეული მასწავლებლისათვის რომ ასე  მოთმინებით იხარჯები.

Friday, September 9, 2016

დღე-1

დიდი ინტერესით გავემართე 2 საჯარო სკოლაში დანიშნულ ტერნინგზე,სადაც 
ინფორმატიკის კაბინეტში დამხვდა ერთი სანდომიანი,თბილი ადამიანი–გვანცა სალია.ჩემთვის მისი პირველი საუბარი და დამოკიდებულება გახდა მიზეზი რათა ცოტა სტრესი მომეხსნა.მივხდი,რომ ამ ტრენინგზე ბევრ საინტერესო და ბევრის მომცემ ინფორმაციას გავეცნობოდი.მადლობა გვანცას ასეთი უბრალოებისათვის და საინტერესო დღის სამუსაოს დაწყებისათვის.